თავში

განათლების მინისტრი დამსახურებულ ქალბატონებს ეწვია

განათლების მინისტრი დამსახურებულ ქალბატონებს ეწვია
განათლების მინისტრი დამსახურებულ ქალბატონებს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა. 

განათლების სამინისტროს ცნობით, მინისტრი ცნობილ ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს ეწვია. აკადემიკოს ქალბატონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიური საკითხებისა და ქართულ ხელნაწერთა კვლევის საქმეში, არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მზექალა შანიძეს წელს 95 წელი შეუსრულდა.

მიხეილ ჩხენკელმა კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძეც მოინახულა. არაერთი ცნობილი მხატვრული ფილმის რეჟისორს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, არის ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, იყო დიპლომატიურ სამსახურში. 

მინისტრმა ქალთა დღე მიულოცა 62-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს გულიზარ ბიწაძეს, რომელიც 60 წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. 

მინისტრი ასევე ეწვია ტიტულოვან ქართველ მხატვრულ ტანმოვარჯიშეს, ნელი სალაძეს, რომელიც 50 წელია ეწევა სამწვრთნელო საქმიანობას. არის ღირსების ორდენის კავალერი. 81 წლის ასაკში ნელი სალაძე მოქმედი მწვრთნელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system