თავში

განათლების მინისტრი: მოვინახულე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

განათლების მინისტრი: მოვინახულე სვანეთის ისტორიისა ეთნოგრაფიის მუზეუმი
განათლების მინისტრი: მოვინახულე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი

მიხეილ ჩხენკელმა პრემიერ-მინისტრის მრჩეველ სოზარ სუბართან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მესტიის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი და წვირმისა და იფარის ტაძრები მოინახულა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ყველას მოუწოდა, ესტუმრონ სვანეთს და აღმოაჩინონ ეს მხარე.  

დღეს მოვინახულე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაა. ამ მუზეუმში გამოფენილია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები და უაღრესად საინტერესო ექსპონატები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, ესტუმრონ სვანეთს, ხელახლა აღმოაჩინონ ეს მხარე თავისი უმშვენიერესი ბუნებით, უმდიდრესი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. 

რეაბილიტირებულ მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, ასევე, განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მუზეუმში დაცულია ქრისტიანული საგანძურიც, გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: ორმოცი სებასტიელი მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია და სხვა. ასევე გამოფენილია ეთნოგრაფიული მასალა.

სვანეთის მუზეუმში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა მიზანია რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაცია. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მინისტრმა ასევე მოინახულა წვირმის მაცხოვრისა და იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები, სადაც შუა საუკუნეების მდიდარი ქრისტიანული საგანძურია დაცული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system