თავში

განათლების მინისტრმა სოფელ სვირის სკოლის პედაგოგს იუბილე მიულოცა

განათლების მინისტრმა სოფელ სვირის სკოლის პედაგოგს იუბილე მიულოცა
განათლების მინისტრმა სოფელ სვირის სკოლის პედაგოგს იუბილე მიულოცა

მიხეილ ჩხენკელმა მეორე სვირის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ცისანა ჭაბუკიანს 90 წლის იუბილე პირადად მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის და თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის. 

გერმანული ენის მასწავლებელი ცისანა ჭაბუკიანი მეორე სვირის №1 საჯარო სკოლას დაარსების დღიდან, 1958 წლის 1 სექტემბრიდან, ემსახურება. სკოლის დაარსებაში თავადაც უდიდესი წვლილი მიუძღვის, აღზრდილი ჰყავს მრავალი თაობა. ღვაწლმოსილ პედაგოგს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო, მათ შორის, ღირსების ორდენი და იაკობ გოგებაშვილის მედალი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system