თავში

განათლების სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

​განათლების სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს
განათლების სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

დღეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ფაქტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო Facebook პოსტით ეხმაურება.

„დღეს ჩვენი ერის უდიდესი შვილის, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა.

დიდწილად სწორედ გოგებაშვილის შემოქმედებითი გენიის დამსახურებაა ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება, ქართველი ხალხის კონსოლიდაცია, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს.

ვფიქრობთ, ამ ღვაწლის დაფასების საუკეთესო გზაა ჩვენი სამინისტროს, ხელისუფლების, მეცნიერთა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დედა-ენის სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა ცოცხალ და უკვე უწყვეტ ტრადიციად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს.

გულითადად გილოცავთ ამ დღეს თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს, მთელ ჩვენ საზოგადოებას, ყველას, ვისთვისაც იაკობ გოგებაშვილის ფასეულობები და საქმეები სამშობლოსადმი მსახურებისა და განვითარების ორიენტირია“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system