თავში

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ამის შესახებ Report.ge-ს განათლების სამინისტროდან აცნობეს. 

პედაგოგებმა კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდეს.

"სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა იმუნიზაციის პროცესი ადგილობრივ კლინიკებში აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად ვაქცინაცია შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ, რომლებიც კოლეგებს გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ. მათი სურვილია, მოსწავლეებმა ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში შეძლონ მიმდინარე სემესტრის დასრულება, რაც სწორედ სასკოლო საზოგადოების იმუნიზაციის გზით არის შესაძლებელი.

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება. მსურველები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე. გარდა ამისა, ყველა სკოლის ადმინისტრაცია მზად არის, სურვილის შემთხვევაში მათ პორტალზე დარეგისტრირებაში დახმარება გაუწიოს" - აღნიშნავენ სამინიწტროში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system