თავში

განათლების სამინისტრო: მწვანე სკოლასა“ და მე-100 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა

განათლების სამინისტრო: ​„მწვანე სკოლასა“ და მე-100 საჯარო სკოლაში
განათლების სამინისტრო: მწვანე სკოლასა“ და მე-100 საჯარო სკოლაში ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა

მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ მე-100 საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. ეს გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

„სამინისტროში მუშაობს ასევე ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24 საათიანი ცხელი ხაზი 0800000088. სამუშაო საათებში მუშაობს ასევე ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი 2200220(3025) და მონიტორინგის სამმართველოს ცხელი ხაზი 2200220(3335)“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მოზარდის ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system