თავში

განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს
განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.

„გელა ჩარკვიანს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, არაერთი თაობა ჰყავს აღზრდილი. ის იყო პროგრესულად მოაზროვნე და მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა საზოგადოებაში. გელა ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system