თავში

განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს
განათლების სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ნათქვამია სამძიმრის წერილში.

სამინისტრო მომღერლის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

„თემურ წიკლაური ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტი, ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი და საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. მან ცნობილ მიუზიკლებში არაერთი დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟი შექმნა, მათ შორის: „არწივი“, „მეფე აიეტი“, „გერვასი“ და „ნიკო ფიროსმანი“. მომღერლის რეპერტუარი ქართველი კომპოზიტორების სიმღერებს მოიცავდა: გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“ და სხვა“, - ნათქვამია წერილში.

თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად დღეს გარდაიცვალა

თემურ წიკლაური იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი; საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი 2014 წელს გაიხსნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system