თავში

განათლების სამინისტრომ სკოლების კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა

განათლების სამინისტრომ სკოლების კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა
განათლების სამინისტრომ სკოლების კოვიდსტატისტიკა გამოაქვეყნა

მიმდინარე კვირაში საქართველოს მასშტაბით ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1% გამოუვლინდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე მიმდინარე კვირაში სრულად 11 სკოლა და 109 ცალკეული კლასი გადავიდა.

მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობს.

"ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system