თავში

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

2020-2021 სასწავლო წლის დასრულების დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ დავით ნოზაძესთან ერთად შატილის სკოლას ეწვია და მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და სრულიად საზოგადოებას სასწავლო პროცესის დასრულება მიულოცა. 

განათლების სამინისტროს ცნობით, მთელი წლის განმავლობაში გამოჩენილი მაქსიმალური სიფრთხილისა და პროტოკოლის სრული დაცვისთვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ახალი სასწავლო წელი კვლავ სკოლებში განახლდება.

ეკატერინე დგებუაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი განსაკუთრებული იყო, რადგან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი წერტილოვანი შეზღუდვების ფონზე წარიმართა. თუმცა რთული პანდემიური ვითარების მიუხედავად, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

შატილის სკოლაში, სადაც ამჟამად 4 ბავშვი სწავლობს, უახლოეს პერიოდში სკოლის სასადილოს მშენებლობა იგეგმება, რომელიც ცოტა ხნის წინ ხანძრის შედეგად დაიწვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system