თავში

განათლების სამინისტროს გვერდზე "ბოტების" შეტევა განხორციელდა

განათლების სამინისტროს გვერდზე "ბოტების" შეტევა განხორციელდა
განათლების სამინისტროს გვერდზე  ბოტების შეტევა განხორციელდა

 "ბოტების" შეტევა განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ Facebook გვერდზე. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს, 8 აგვისტოს, მაშინ როდესაც მთელი ქართული და საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის ომში დაღუპულ გმირებს იხსენებს და პატივს მიაგებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალის ყვავილების შემკობის ფოტოების დადებისთანავე, 150-ზე მეტი ყალბი ანგარიშიდან, რომლებიც დარეგისტრირებული არიან ინდოეთში, ტაილანდში, მაროკოში, ერაყში, პაკისტანში, თითქმის ერთდროულად განხორციელდა ე.წ. „ბოტების“ შეტევა.

ამ ფაქტით ნათელი ხდება, რომ გარკვეული ჯგუფები, პროვოკაციისა და მიზანმიმართული თავდასხმისთვის ასეთ ტრაგიკულ მოვლენებსაც კი იყენებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ოფიციალურად მიმართავს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას, რათა აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები გააუქმოს“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system