თავში

განათლების მინისტრის მოადგილე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

განათლების მინისტრის მოადგილე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა
განათლების მინისტრის მოადგილე ფაიზერის ვაქცინით აიცრა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა, ამისათვის კი ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება.

ნუნუ მიცკევიჩმა მოუწოდა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში პანდემიის დასამარცხებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system