თავში

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა საგურამოს საჯარო სკოლაში რიგით მესამე ტესტირება ჩაატარეს. მანამდე ჩატარებული ორი ტესტირებიდან, ვირუსი არავის დადასტურებია.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 20 85 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system