თავში

,,თბილისის მიკროავტობუსის" საგანგებო განცხადება

,,თბილისის მიკროავტობუსის" საგანგებო განცხადება
,,თბილისის მიკროავტობუსის საგანგებო განცხადება

კომპანია ,,თბილისის მიკროავტობუსი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს დილით, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ფოსტაზე განხორციელდა კიბერთავდასხმა და მოხდა ელექტრონულ ფოსტაში გარედან შეღწევა, რის საფუძველზეც, რამდენიმე მედიასაშუალებას დაეგზავნა ცრუ ინფორმაცია. ,,თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, კომპანიის სახელით დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, კახეთის გზატკეცილზე, მიკროავტობუსისა და სატვირთოს შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system