თავში

განიხილავს თუ არა მთავრობა მკაცრ "ლოკდაუნს" - თამარ გაბუნიას განცხადება

განიხილავს თუ არა მთავრობა მკაცრ "ლოკდაუნს" - თამარ გაბუნიას განცხადება
განიხილავს თუ არა მთავრობა მკაცრ ლოკდაუნს - თამარ გაბუნიას განცხადება

შემთხვევების აგრესიული მატება თუ იქნება, შესაძლოა, ისევ ამოქმედდეს გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვები, თუმცა ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე ინფორმაციით, დადებითობის მაჩვენებელი იზრდება და 4 პროცენტს უახლოვდება. 

„დღეს შემთხვევათა რაოდენობამ 1700 ს გადააჭარბა, თუმცა ეს არის გარკვეულწილად შაბათ-კვირის მანძილზე დაგროვილი შემთხვევების ეფექტი და სხვა დროსაც იყო ასეთი, მაგრამ მაინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების მატება ცალსახად აღინიშნება. ასევე, იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. ჩვენ ერთჯერადად დაფიქსირებულ დადებითობის მაჩვენებელს, ბუნებრივია, არ ვიყენებთ გადაწყვეტილების მისაღებად, ორი კვირის მანძილზე ვაკვირდებით ამ მაჩვენებელს, რაც ასევე ოთხ პროცენტს უახლოვდება. ოთხი პროცენტ ჩვენთვის გარკვეულწილად ნიშნული იყო, რომლის შემდეგ უფრო მეტად აქტიური ქმედებების საჭიროება იკვეთებოდა. დღეს მთავარი მაინც რჩება ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც გვაქვს. საბჭო მსჯელობს ბიზნესგარემოში დაწესებული რეგულაციების აღსრულებაზე და და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალური ღონისძიებების რეგულირებაზე. დამატებითი შეზღუდვების დანერგვაზე ჯერ საუბარი არ არის, მაგრამ საბჭო ამაზე იმსჯელებს და გადაწყვეტილება მიიღება.

მობილობის შეზღუდვა არის ჩვენთვის მთავარი ბერკეტი. აქედან გამომდინარე, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, შემთხვევების აგრესიული მატება თუ იქნება, შესაძლოა, ისევ ამოქმედდეს გარკვეული ადგილობრივი შეზღუდვები, თუმცა ფართომასშტაბიან ლოკდაუნზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system