თავში

განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება - ამირან გამყრელიძის პასუხი

განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება - ამირან გამყრელიძის პასუხი
განიხილება თუ არა შეზღუდვების გახანგრძლივება - ამირან გამყრელიძის პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო მომდევნო დღეებში შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებს.

მისი შეფასებით, სიფრთხილე საჭირო იმისთვის, რომ ფაისის შემდეგ ეპიდვითარება არ გაუარესდეს. 

„ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია. კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა. როგორმე მაისი უნდა გავიაროთ ამ ფარგლებში და არ მივცეთ ბიძგი ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო მეტად გაუარესებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system