თავში

"განმარტებას ვითხოვთ, რას ეფუძნება საგარეო და საშინაო მოხმარების ბარათების შემოღება" - კულუმბეგოვი

"განმარტებას ვითხოვთ, რას ეფუძნება საგარეო და საშინაო მოხმარების ბარათების შემოღება" - კულუმბეგოვი
განმარტებას ვითხოვთ, რას ეფუძნება საგარეო და საშინაო მოხმარების ბარათების შემოღება - კულუმბეგოვი

ჩვენმა ქვეყანამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ უვადოდ მიეცემა ადამიანს კორონავირუსის გადატანის შემდგომ კოვიდპასპორტი, არ ვიცი, სად და ვისთან მოხდა კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი, ვეძებ და მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვნახე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

"განმარტებას ვითხოვთ, როგორც სპეციალისტები და ამ ქვეყნის მოქალაქეები, რას ეფუძნება გადაწყვეტილება, თუნდაც იგივე ორმაგი, საგარეო მოხმარებისა და საშინაო მოხმარების პასპორტების შემოღების შესახებ", - განაცხადა კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იმოქმედებს ორი მწვანე პასპორტი, ერთი შიდა მოხმარებისთვის, რომელსაც კორონავიურსგადატანილი ადამიანები მიიღებენ, ხოლო მეორე საზღვარგარეთ წასასვლელად, რადგან ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მოქალაქეს ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონდეთ გადატანილი ვირუსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system