თავში

"განმიცხადეს, რომ დღეს ვერ შევალ" - ექიმებს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

"განმიცხადეს, რომ დღეს ვერ შევალ" - ექიმებს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ
განმიცხადეს, რომ დღეს ვერ შევალ - ექიმებს გორის ჰოსპიტალში არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიასა და დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში არც ცენტრ "ემპათიას" კონსიულიუმის წევრი, ნევროლოგი ოთარ თოიძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე შეუშვეს. 

როგორც ექიმები ამბობენ, ჰოსპიტალში შესვლაზე უარის თქმის მიზეზი არ განუმარტავთ და უთხრეს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ხვალ შეძლებენ.

"დაახლოებით 30-წუთიანი ლოდინის შემდეგ განმიცხადეს, რომ დღეს ვერ შევალ. ეს არ იყო გეგმიური ვიზიტი, ამ დროს, ამაზე გვიანაც ჩამოვსულვარ და შეფერხება არ ყოფილა არასდროს. განმარტება არ გაუკეთებიათ, უბრალოდ მითხრეს, რომ უკაცრავად, დღეს ვერ შეგიშვებთ", - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემაც.

მისი თქმით, ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. 

დეკანოიძე იუსტიციის სამინისტროსგან მესამე პრეზიდენტის შესახებ საჯარო ინფორმაციას ითხოვს. 

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system