თავში

რისთვის გაიყვანეს საკნიდან ბესიკ თამლიანი - განცხადება

რისთვის გაიყვანეს საკნიდან ბესიკ თამლიანი - განცხადება
რისთვის გაიყვანეს საკნიდან ბესიკ თამლიანი - განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრობაში მყოფ ბესარიონ თამლიანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,,პოლიტიკური სპეკულაციებისა და ფაქტების შესაძლო დამახინჯების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 24 იანვარს, 12:15 საათზე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე პატიმრობაში მყოფი ბრალდებული ბესარიონ თამლიანი ესკორტის ოფიცერთა მიერ გაყვანილ იქნა N8 დაწესებულებიდან ოჯახის შუამდგომლობის საფუძველზე, მშობლის საფლავზე. ბრალდებული საკანში დაბრუნდა 15:00 საათზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან დაკავებული. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგეობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system