თავში

"განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი..." - ეკატერინე ბერიშვილი

"განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი..." - ეკატერინე ბერიშვილი
განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი... - ეკატერინე ბერიშვილი

ჯანდაცვის ექსპერტი, ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ექიმ-რეზიდენტ გიორგი ღოღობერიძეს სოლიდარობას უცხადებს.

"ღოღობერიძის მიერ გავრცელებული ვიდეო ვნახე, პრაიმშოუ მოწოდების სიმაღლეზეა.

დანარჩენს რომ თავი დავანებოთ.

...შენ რეზიდენტი ხარ და უფლება არ გაქვს პაციენტს უმკურნალო...

არავის მოგხვდათ ყურში დამამცირებელი ტონით ნასროლი ეს რეპლიკა?!

სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება აქვს სამედიცინო საზოგადოების უდიდეს ნაწილს რეზიდენტების მიმართ. რაც მთავარია, მართლა არ აქვთ რეზიდენტებს არაფრის უფლება. ამიტომაც, არ ეშველება არაფერი ქართულ ჯანდაცვის სფეროს კიდევ 100 წელი.

განვითარებულ ქვეყნებში რეზიდენტებზე დგას ჰოსპიტალი და ისინი სათანადო გასამრჯელოსაც იღებენ. და რა ხდება ჩვენთან ? რეზიდენტი იქით იხდის ფულს და რაში იხდის, ეს კიდევ საკითხავია", - წერს ეკატერინე ბერიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ღოღობერიძე გადაცემა "პრაიმშოუში" კორონავირუსთან დაკავშირებული სამედიცინო რჩევების გამო გააკრიტიკეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system