თავში

გაპარული პითონი პატრონს სავაჭროცენტრში ჰყავდა

გაპარული პითონი პატრონს სავაჭროცენტრში ჰყავდა
გაპარული პითონი პატრონს სავაჭროცენტრში ჰყავდა

გაპარული პითონი, პატრონს თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, კაბინეტში ყავდა - ამის შესახებ report.ge-ს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს.

პრესამსახურის ცნობით, ეგზოტიკური ქვეწარმავალი სიგრძით, დაახლოებით, 1 მეტრი 30 სანტიმეტრი იყო. ის კაბინეტიდან რამდენიმე ოთახის მოშორებით იპოვეს.

"გამოძახება დაფიქსირდა გუშინ, საღამოს და მოქალაქე იძახდა, რომ თავის პატრონობაში მყოფი გველი დაიკარგა. ითხოვდა ჩვენგან დახმარებას. საქმის კურსში იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიცია. პატრონს პითონი ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ოფისში ყავდა. რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოები ჩავატარეთ. მოახდინეს სავაჭრო ცენტრისა და მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია. ვიპოვეთ კაბინეტიდან რამდენიმე ოთახის მოშორებით. ისეთ ადგილას იმალებოდა, შესაძლოა ჩვენი დახმარების გარეშე ვერც ეპოვათ. პითონი დაახლოებით 1 მეტრი და 30 სანტიმეტრი იქნებოდა სიგრძეში. ახლა აღარ არსებობს პანიკის საფუძველი. ადგილი, საიდანაც გველი გაძვრა ამოვავსეთ მარტივად, რომ აღარ გაიპაროს. პითონი დავუბრუნეთ თავის პატრონს" - განუცხადეს report.ge-ს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system