თავში

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ report.ge-ს შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან" აცნობეს. საქმე ისაა, რომ  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", ყაზახ-საგურამოს DN-1000მმ-იან მაგისტრალურ გაზსადენზე, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 30 მარტს, 07:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერას, ჯანდარას, ქესალოს, ნაზარლოსა და ვახტანგისს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას," - აცხადებენ გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system