თავში

"გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებულ პირებში" - თამარ გაბუნია

"გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებულ პირებში" - თამარ გაბუნია
გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებულ პირებში - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია.

მისივე თქმით, გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არავაქცინირებულ პირებშია დაფიქსირებული.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დეტალური სტატისტიკა ჰოსპიტალიზებული შემთხვევების, მათ შორის, რამდენი იყო ვაქცინირებული პირი, არავაქცინირებული. ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებული. ასევე გარდაცვალების შემთხვევების უდიდესი ნაწილიც არის არავაქცინირებულ პირებში", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 23 518-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრა გაკეთდა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 822 297 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 28.8%;

სრულად ვაქცინირებულია 437 094 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 15.3%.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 86 ადამიანი ემსხვერპლა. 3 952 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system