თავში

გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია - გამყრელიძე

გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია - გამყრელიძე
გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია - გამყრელიძე

სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„უსიმპტომო პაციენტების გარდაცვალების ორივე შემთხვევა, ისევე როგორც თითოეული სხვა გარდაცვალება არის ტრაგედია, მაგრამ მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. სამწუხაროდ, პანდემიების დროს ფიქსირდება ფატალური შედეგები, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ჯანმრთელდება. რეკომენდაციაა, რომ ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები იყვნენ და ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია საშუალო სიმძიმის პაციენტის დატოვებაც, თუ ის სხვა რისკ-ჯგუფებს არ განეკუთვნება. რაც შეეხება უშუალოდ ამ 2 შემთხვევას, სამწუხაროდ, თრომბოემბოლიური გართულება, რომელიც საკმაოდ იშვიათია, დამახასიათებელია კორონავირუსისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს, ბათუმის კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. ხოლო გუშინ, 26 ოქტომბეტს, რუსთავში გარდაიცვალა 21 წლის კოვიდგამოჯანმრთელებულირომელმაც წინა დღეს კოვიდსასტუმრო უსიმპტომო პაცინტის სტატუსით დატოვა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 238-ს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system