თავში

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა
გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა.

"სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს შვიდი გარდაცვალების შემთხვევა, აჭარის რეგიონში – ოთხი, ქუთაისში-ორი, გორში – ერთი, მცხეთაში ერთი პაციენტი გარდაიცვალა," – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 19 587-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8666-ს შეადგენს. გარდაცვლილთა რაოდენობა 158 ადამიანამდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system