თავში

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა: აგვისტოში 17 წლის ხდებოდა

გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა: აგვისტოში 17 წლის ხდებოდა
გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა: აგვისტოში 17 წლის ხდებოდა

არაგვისპირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაღუპული 16 წლის არასრულწლოვნის ბაბუა ამბობს, რომ მანქანა გზაზე უეცრად გამოჩნდა.

ბაბუას თქმით, გარდაცვლილი გოგონა იქვე მდებარე ეკლესიაში გალობდა.

„ჩემი შვილიშვილი არაგვისპირში რომ ეკლესიაა, იქ დადიოდა, 5 წელი მღეროდა თურმე. დედამ წაიყვანა წირვაზე და რომ დამთავრდა გადმოდიოდა იქიდან. ტრასაზე უნდა გადასულიყო, თითქოს არაფერი მოდიოდა, უცებ მანქანა გაჩნდა და ადგილზე მოკლა. აგვისტოში 17 წლის ხდებოდა“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა.

ცნობისთვის, პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system