თავში

გარდაცვლილი მოზარდის დედა: ჩემი ხელით ჩაგისვით, უკან რატომ არ მომიყვანეთ

გარდაცვლილი მოზარდის დედა: ჩემი ხელით ჩაგისვით, უ
გარდაცვლილი მოზარდის დედა: ჩემი ხელით ჩაგისვით, უკან რატომ არ მომიყვანეთ

ლაგოდეხის ნაკრძალში, "ნინოსხევის ჩანჩქერზე" გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დედა, სოციალურ ქსელში, პროკურატურის მხრიდან პედაგოგებისთვის წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება. 

"დიახ,ყველა პედაგოგმა იცოდეს,რამხელა პასუხისმგებლობაა,როცა სხვისი შვილების სადმე წაყვანას დაგეგმავს!

აწი და ერთი წელია ჩემთვის ყველა და ყველაფერი სულერთია, გარდა იმისა,შვილი რომ ჩაგაბარეთ, ჩემი ხელით რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ და რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!" - წერს გარდაცვლილი მოზარდის დედა. 

ცნობისთვის, 2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში, "ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system