თავში

გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა
გარდაბნის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა

გარდაბანში, მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შენობიდან მოსწავლეები და პედაგოგები უსაფრთხოდ გამოვიდნენ.

,,112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გარდაბანში, სადგურის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის შენობაში იყო ხანძარი. ადგილზე სახანძრო-სამაშველი ეკიპაჟები გამოცხადნენ უმოკლეს დროში. ხანძარი იყო ოთხსართულიანი საჯარო სკოლის შენობის მეორე სართულზე. დაშავებული არავინ არის. ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი", - აცხადებენ საგანგებოში.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system