თავში

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26-30 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +25, +30 გრადუსი იქნება.

28 – 29 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს, დანარჩენ დღეებში კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

31 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.

თბილისში 26-27 და 29-31 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ოქტომბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +18 გრადუსამდე დაიკლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system