თავში

გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ალექსანდრე გოგინავა

გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ალექსანდრე გოგინავა
გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს - ალექსანდრე გოგინავა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ექიმი, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში სადაც მობილობა და კორონავირუსის გავრცელების რისკები მაღალია, გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს. 

ამასთან, მისი შეფასებით, უნდა გამკაცრდეს უკვე დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი. 

"გარკვეული შეზღუდვები უნდა იქნას შემოღებული, მე პირადად არ ვარ მომხრე სრული ლოკდაუნის. ეს ეხება იმ ადგილებს და რეგიონებს სადაც მაღალია მობილობა და რისკები, რომ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდეს, ანუ ზღვისპირეთს. უნდა მოხდეს არსებული რეგულაციების აღსრულების გამკაცრება, ასევე ვაქცინაცია უნდა წავიდეს უფრო სწრაფი ტემპით," - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system