თავში

გარუჯვისას 15 პირი დაიწვა, მათ შორის ერთი 14 წლისაა

გარუჯვისას 15 პირი დაიწვა, მათ შორის ერთი 14 წლისაა
გარუჯვისას 15 პირი დაიწვა, მათ შორის ერთი 14 წლისაა

"მიუხედავად იმისა, რომ მზის სეზონი დაწყებული არ არის, მაინც, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 15 პაციენტი გვყავდა დამწვრობით შემოყვანილი,"- ამის შესახებ Report.ge-ს დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

ექიმის ინფორმაციით, სხეულის დამწვრობასთან ერთად, მათ ღებინება და გონების დაბინდვა აღენიშნებოდათ.

"მათ დასჭირდათ სტაციონალური დახმარება. აქ იყო რიგ შემთხვევაში კომბინაცია მზით დამწვრობა- გადახურებასთან და მზის დაკვრასთან ერთად. დამწვრობა მიიღეს გარუჯვის დროს, ყველაზე პატარა ასაკი იყო 14 წელი, ყველაზე მაღალი ასაკი 33 წლის. პაციენტების ნაწილი დამწვრობასთან ერთად, შემოვიდა ღებინებით და გონების დაბინდვით. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე,"- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system