თავში

გასული წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა 

გასული წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა 
გასული წლის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა 

2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 6640 ადამიანი დაზარალდა, 450 კი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საქსტატის ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, 137 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული.

ცნობისთვის, 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, 481 ადამიანი კი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system