თავში

ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბრის ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბრის ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან
ტაქსის მძღოლები 1 ოქტომბრის ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

მსუბუქი M1 კატეგორიის ავტომობილების მძღოლები 1 ოქტომბრის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლდებიან. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრების: მამუკა მდინარაძის, ნინო წილოსანის და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი წარმოადგენს ერთჯერად, ჰუმანურ აქტს.

ეს შეეხება 707 ადამიანს, ჯამური თანხა კი 89 900 ლარს შეადგენს. კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system