
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გაცილებით დიდი დისკომფორტი ხელოვნურ სუნთქვაზე ყოფნაა.
მისი თქმით, თუ პირბადის მოხმარება 90% გახდება, შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს.
"პირველი რეგულაცია მაინც პირბადეა. გასაგებია, რომ შეიძლება ძალიან დისკომფროტის შემქმნელია ბევრი ადამიანისთვის ამ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, მაგრამ დამერწმუნეთ, გაცილებით მეტი დისკომფორტია იმ ადამიანებისთვის, ვინც ახლა რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზეა, ან იგივე ჩემი კოლეგებისთვის, ვინც მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის", - განაცხადა იმნაძემ.