თავში

გაუჩინარებიდან მეორე დღეს ბაჩალიაშვილი მაწევანში შენიშნეს

გაუჩინარებიდან მეორე დღეს ბაჩალიაშვილი მაწევანში შენიშნეს
გაუჩინარებიდან მეორე დღეს ბაჩალიაშვილი მაწევანში შენიშნეს

რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი, - ამის შესახებ ეკატერინე ელბაქიძე აცხადებს. 

მაწევანში მცხოვრები არასრულწლოვანი ამბობს, რომ რომ თამარ ბაჩალიაშვილი დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს ნახა.

„როდესაც გამოაცხადეს დაიკარგაო, მეორე დღეს შევნიშნეთ, რომ მანქანით გამოიარა ამ გზით. ამის მერე სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს და იმ ადგილას სადაც 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს, 19 ივლისს არ იყო, მერე შენიშნეს. ამის შემდეგ ვუთხარით პოლიციელებს და უფროსებსაც მივმართეთ. შემდეგ სამძებრო სამუშაოები ჩაატარეს, რამდენჯერმე იყვნენ მოსულები და იმ ადგილას, სადაც იპოვეს გარდაცვლილი, არ იყო იქ თავიდან არაფერი. ზუსტად იმ ადგილზე იყვნენ თუ არა არ ვიცი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე ეძებდნენ და არაფერი შეუნიშნავთ. ბოლოს იპოვეს იქ, გარდაცვლილი. როდესაც გამოაცხადეს რომ დაიკარგა, იმ დღეს გარდაცვლილი არ იყო, ეს ზუსტად ვიცი“, - აცხადებს ეკატერინე ელბაქიძე, ტელეკომპანია "ფორმულასთან".

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system