თავში

გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს
გაუჩინარებული ახალგაზრდების ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში ბარ "ბაუჰაუსის" თანამშრომელების, გიორგი შალამბერიძისა და ბაია ბერუაშვილის ოჯახის წევრებისა, მეგობრების და თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს.

"ბაუჰაუსის" 2 თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძის და ბაია ბერუაშვილის გაუჩინარების საქმეზე შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა.

მათივე ცნობით, პოლიციის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და ახალგაზრდების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ორ ახლგაზრდას ეძებენ.

"ბაუჰაუსი" სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ ახალგაზრდები მათი თანამშრომლები არიან. მათივე ინფორმაციით, გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს მეორე დღეა ეძებენ, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო პოლიციაც.

"გთხოვთ გაავრცელოთ.

!!! ვეძებთ !!! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ,"- წერს ბარის ადმიანისტრაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system