თავში

გაუჩინარებული გოგონას დედა: ყოველი წუთი გადამწყვეტია

გაუჩინარებული გოგონას დედა: ყოველი წუთი გადამწყვეტია
გაუჩინარებული გოგონას დედა: ყოველი წუთი გადამწყვეტია

ჩვენი აქციის მიზანი იყო, გაეგოთ, რომ ჩემს შვილს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და მიეღოთ უფრო მეტი ზომები მის მოსაძებნად, - ამის შესახებ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის დედამ ფონიჭალაში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.  

მისივე თქმით, დაპირდნენ რომ ხვალიდან თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოების მასშტაბები გაიზრდება. 

"ყოველი წუთი გადამწყვეტია, დამპირდნენ, რომ პირადად ჩაერთვებიან ჩემი შვილის ძიებაში. მე მინდოდა დაენახათ, თუ რამდენი გულშემატკივარი ჰყავს ჩემ შვილს. ადგილზე იყო გამგებელიც და მითხრა, რომ კეთდება ყველაფერი და ხვალიდან, სავარაუდოდ, ვერტმფრენი და მყვინთავებიც ჩაერთვებიან სამძებრო სამუშაოებში. ასევე, მითხრეს, რომ აქამდე პროტოკოლების მიხედვით მოქმედებდნენ და ხვალიდან ძებნის მასშტაბებს გაზრდიან. რადგან ეს გაუჩინარებული მანქანა ქუჩაში არ დგას, სავარაუდოდ სადღაც გადახურულში დგას, ამიტომ ვითხოვდი "გარაჟებში" ძებნას. ვითხოვდი ასევე კომპიუტერის წაღებას და გამოკვლევას და გუშინ წაიღეს," - განაცხადა თეონა ბაჩალიაშვილმა.  

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დრონებითაც.

ახალგაზრდა ქალი 4 დღის წინ, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მის შემდეგ არავის უნახავს.

როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system