თავში

გაუჩინარებული გოგოს ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

გაუჩინარებული გოგოს ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს
გაუჩინარებული გოგოს ახლობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს

გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ფონიჭალის დასახლებაში გზა გადაკეტა. ისინი საგამოძიებო ორგანოებს არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებენ და 23 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში ქვეყნის არმიის ჩართვას ითხოვენ.

აქციაზე შეუძლოდ გახდა დაკარგულის დედა, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც დააკავეს ერთი პირი, დაკავების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუჩინარებულ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მეოთხე დღეა ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს დრონებითაც.

ახალგაზრდა ქალი 4 დღის წინ, სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მის შემდეგ არავის უნახავს.

როგორც შსს-ში report.ge-ს განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system