თავში

გაუჩინარებული ილია ფილფანის საქმე - რა იცის ახალი ოჯახმა

გაუჩინარებული ილია ფილფანის საქმე - რა იცის ახალი ოჯახმა
გაუჩინარებული ილია ფილფანის საქმე - რა იცის ახალი ოჯახმა

მას შემდეგ რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ, ტერიტორია უკვე დათვალიერებულია დრონების მეშვეობით, მაგრამ ჯერ სიახლე არ არის, - ამის შესახებ ილია ფილფანის მამამ დავით ფილფანმა Report.ge-ს განუცხადა.

დავით ფილფანის თქმით, ილიას დაკარგვის გამო ოჯახმა დაზარალებულის სტატუსი მიიღო და მას საქმის დეტალებთან სრული წვდომა აქვს, თუმცა არც მათ და არც გამოძიებას სამძებრო სამუშაოებში წინსვლა ჯერჯერობით არ აქვთ. 

"სამწუხაროდ, ილიას სამძებრო სამუშაოებში ახალი არაფერია, მისი დაკარგვის უამრავი ვერსია არსებობს და რომელიმეს გამორიცხვის საფუძველი ჯერ არ გვაქვს. ამ დროისთვის მის სამძებრო სამუშაოებში არც ჩვენ და არც გამოძიებას რაიმე წინსვლა არ გვაქვს. 

მე მივიღე დაზარალებულის სტატუსი, მაქვს უფლება მივიდე პოლიციაში და საქმის ყველა მასალასთან მქონდეს წვდომა. ასევე 24 საათის განმავლობაში მაქვს სამართალდამცველებთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კონტაქტი. 

მას შემდეგ რაც ენგურჰესი გააჩერეს და კაშხალთან წყლის დონემ დაიკლო, ამ ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები დავიწყეთ. მე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ხელმძღვანესლს ამ ტერიტორიის დრონების მეშვეობით დათვალიერება ვთხოვე და ეს თხოვნა მათ შემისრულეს, რადგან ტერიტორია ძალიან დიდია და წყლის დონის დაკლების შემდეგ იქ ძალიან ბევრი ტალახია და ყველგან ფეხით მისვლა შეუძლებელია. ტერიტორიის გარკვეული ნაწილები შრება და ჩვენ ჩვენი ძალებით ვახორციელებთ სამძებრო სამუშაოებს, თუმცა ნებისმიერ დროს შემიძლია დავრეკო და დახმარება მოვითხოვო", - განუცხადა Report.ge-ს დავით ფილფანმა. 

ცნობისთვის, 13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ.

ოჯახმა ბავშვის პოვნისათვის ფულადი ჯილდოც დააწესა.

ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს წინასწარი შეცნობით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system