თავში

გაუგონარი თავხედობაა, ეს არის ეკლესიის დევნა და სიწმინდეების ფეხქვეშ გათელვა - ჯაღმაიძე

გაუგონარი თავხედობაა, ეს არის ეკლესიის დევნა და სიწმინდეების ფეხქვეშ გათელვა - ჯაღმაიძე
გაუგონარი თავხედობაა, ეს არის ეკლესიის დევნა და სიწმინდეების ფეხქვეშ გათელვა - ჯაღმაიძე

ეს იყო შეჭრის მცდელობა, ეს არის ეკლესიისა და სიწმინდების დევნა - ასე ეხმაურება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთბის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს. 

ჯაღმაიძის თქმით, ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა. 

"ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის, რაც დღეს მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს მხოლოდ ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო ეპარქიის რეზიდენციაში მიმდინარე კრების დროს შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ ეკლესიას, თანამედროვე ეპოქაში, არ ახსოვს. არცერთ ეკლესიას. ეს არის გაუგონარი თავხედობა. ეს უნდა ეხებოდეს ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ მოქალაქეს. ეს არის ფეხვქვეშ გათელვა ეკლისიისა და სიწმინდისა. 

თქვენ კარგად ნახეთ კადრებში, ვინც უვარდებოდა, მაგრამ ხვალ კიდევ უფრო დაწვრილებით მოგაწვდით კადრებს. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ სასულიერო პირები. მოხდა შეჭრა ამ კრებაზე. ეს არის რეზიდენცია, რომელსაც აქვს უფლება, ჩაატარონ სასულიერო პირებმა კრება დამსწრეების გარეშე. ყოველგავრი ნებართვის გარეშე შესვლა არის შეჭრა. ეს არის დევნა" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძე, რამდენიმე მღვდელმთავრის სახელით, მეუფე სტეფანეს სოლიდარობას უცხადებს. 

"როდესაც დახურულ სივრცეში მიმდინარეობს კრება, ეს არის საკუთრება, რომელშიც არავის აქვს შესვლის უფლება ნებართვის გარეშე, როდესაც კარს ამტვრევენ და უვარდებიან, ეს რამდენად სწორად მიგაჩნიათ? ვუცხადებთ სრულ სოლიდარობას მეუფე სტეფანეს, მათ შორის რამდენიმე მღვდელმთავრის სახელით, რომლებიც გვიანობამდე გვიკავშირდებოდნენ. 

მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში ძალით შეჭრას. თუ ვინმე იტყვის, რომ შეჭრა და შევარდნა რეზიდენციაში და კარის მტვრევა კრების დროს, მხოლოდ იმიტომ რომ მრევლს ან რომელიმე სასულიერო პირს რამე არ მოსწონს, თქვას. პროტესტი არ ამართლებს შეჭრას რეზიდენციაში. ეს არის დევნა" - ამბობს ჯაღმაიძე. 

მან ასევე თქვა, რომ კრებისას აივანზე ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ. მან წუხილი გამოთქვა მათი დაშავების გამო და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ მოხდა ეს ინციდენტი და დაზიანდნენ იქ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო ფაქტია და ვუსურვებ მათ გამოჯანმრთელებას. იქ არის ვიწრო აივანი, იქ ჟურნალისტები არ უნდა ყოფილიყვნენ. დარბახს და აივანს ერთი შუშა ჰყოფს" - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე. 

ცნობისთვის, მარტვილის ჭყონდიდის ეპარქიაშია ხმაურია. მეუფე სტეფანეს მრევლი გადაადგილების უფლებას არ აძლევს.

დღეს ეპარქიაში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით 2 დიაკონს მღვდელმსახურება შეუჩერდა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გადაწყვიტა და მრევლისა და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მრევლი შეხვედრის ოთახში შესვლას შეეცადა, რასაც მწვავე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ამ დროს, აივნის მოაჯირმა სავარაუდოდ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაინგრა. დაშავდნენ "ტვ პირველის", "ფორმულას", "რუსთავი ორისა" და "მთავარი არხის" ჟურნალისტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system