თავში

"გავა დრო და დავიწყებას მიეცემა, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება" - კალაძე

"გავა დრო და დავიწყებას მიეცემა, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება" - კალაძე
გავა დრო და დავიწყებას მიეცემა, მაგრამ მე არასდროს დამავიწყდება - კალაძე

თბილისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. მერობის კანდიდატმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

კახა კალაძემ ისაუბრა პანდემიაზეც და აღნიშნა, რომ ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა მოსახლეობის სოლიდარობა.

"გავა დრო და პანდემია დავიწყებას მიეცემა, მაგრამ არასდროს დამავიწყდება პირადად მე, ის დიდი თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმენიც ყველანი ვიყავით – ბიზნესის მხარდაჭერა; სრული მობილიზაცია; მაღაზიებში საკუთარი ოჯახისთვის ნაყიდი პროდუქტის და ნივთების განაწილება და გადაცემა იმ ოჯახებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდა ამ რთულ ვითარებაში; მოხალისეებად ქცეული ჩვენი საამაყო ახალგაზრდები, რათა მარტოხელა მოხუცებისთვის, სოციალურად დაუცველი პატარებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის მიგვეწოდებინა საკვები და ჰიგიენის საშუალებები. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს თანადგომისთვის.

დიახ, ეს ქალაქი იყო და მომავალშიც იქნება დიდი სიყვარულის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის მაგალითი. სწორედ ეს არის ის ძალა, რასაც ვეყრდნობი, რაც მაძლევს საფუძველს, ვთქვა, რომ ერთად გავიმარჯვებთ, ერთად შევძლებთ, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე შევიდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში. უფრო მეტი განათლება, უფრო მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცე, მეტი ახალი საბავშვო ბაღი, მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გიორგი ამილახვარი წარადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system