თავში

"გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი" - სერგეენკო

"გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი" - სერგეენკო
გავრცელებული ინფორმაცია პაატა იმნაძის განცხადების შესახებ არის ტყუილი - სერგეენკო

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის ფეიკი, ტყუილი ინფორმაცია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდონმაზე განაცხადა.

დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ნიღაბი ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის წინააღმდეგ თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system