თავში

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია
თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდა ემზარ კვიციანის ოჯახის ახლობელია. როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ძმისშვილი მოკლული ნოდარ ცხადაძის ოჯახის ნათლია იყო. 

ემზარ კვიციანის თქმით, დაკარგულია მისი ძმისშვილი, ბექა კვიციანიც.

როგორც report.ge-ს შს სამინისტროში განუცხადეს, 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და უტარდება ექსპერტიზა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system