თავში

GCSD-მ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

GCSD-მ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლევა გამოაქვეყნა
GCSD-მ საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

2008 წლის შემდეგ, როდესაც საქართველო პირველად გახდა ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმების ობიექტი, ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა. მიიღო კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, ჩამოაყალიბა კიბერუსაფრთხოების მართვის სისტემა და ორჯერ შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. მიმდინარეობს მუშაობა მესამე სტრატეგიაზეც. ეს ნაბიჯები ცალსახად დადებითი მოვლენებია. თუმცა, მიუხედავად მიღებული კანონისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებისა, უმთავრეს გამოწვევას სწორედ, რომ მათიცხოვრებაში გატარება წარმოადგენს", - ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის კვლევაშია ნათქვამი, რომელსაც "საქართველოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა, გამოწვევები და შესაძლებლობები" ჰქვია. 

კვლევის მიხედვით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების, როგორც არსებითი პრობლემის აღქმა, სახელმწიფოსა თუ ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯმენტის მხრიდან.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევების პარალელურად, მიზანმიმართული და მასობრივი კიბერთავდასხმები განახორციელა. ამ კიბერთავდასხმებმა აჩვენა, რომ კიბერსივრცის დაცვა ეროვნული უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეების დაცვა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობა. კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2012 წელს შევიდა ძალაში, შეიძლება ამ მხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად მივიჩნიოთ. ეს კანონი დღემდე არეგულირებს სახელმწიფოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას. 

2013-2015 და 2017-2018 წლებში, ასევე შემუშავდა საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. საქართველოს კიბერგარემოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სტრუქტურები თავდაცვის სამინისტროში (კიბერუსაფრთხოების ბიურო), შინაგან საქმეთა სამინისტროსა და (კიბერდანაშაულის ბიურო), იუსტიციის სამინისტროში (ციფრული მმართველობის სააგენტო). ამ სტრუქტურებმა ქვეყნის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის სისტემური უზრუნველყოფა კიდევ უფრო განამტკიცეს", - ნათქვამია კვლევაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system