თავში

GDI-ის თავმჯდომარის პოსტზე მშვენიერაძე მარიკაშვილმა შეცვალა

GDI-ის თავმჯდომარის პოსტზე მშვენიერაძე მარიკაშვილმა შეცვალა
GDI-ის თავმჯდომარის პოსტზე მშვენიერაძე მარიკაშვილმა შეცვალა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ახალი თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას 2 ვადით იკავებდა.

,,დღეს, ჩემი, როგორც საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარის, ბოლო სამუშაო დღე იყო. მქონდა პატივი, 2 ვადით ვყოფილიყავი GDI-ის შესანიშნავი გუნდის ლიდერი. დამერწმუნეთ, ჩემი წვლილი ამ ორგანიზაციის განვითარებაში მოკრძალებულია და თითოეული გაკეთებული საქმის ან წამოწყებული ბრძოლის უკან ნიჭიერი, შემოქმედებითი, შრომისმოყვარე და პატრიოტი სხვა ადამიანების დიდი ძალისხმევა იდგა.

გამგეობის გადაწყვეტილებით ორგანიზაციას ხვალიდან ახალი, რიგით მესამე თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი ეყოლება, რომელიც წლებია აქტიურად იბრძვის საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად. ღრმად ვარ დარწმუნებული, მისი ლიდერობით ორგანიზაცია კიდევ უფრო წინ წაიწევს და მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს", - წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system