თავში

გედევან ფოფხაძე: საავადმყოფოში 24 საათი ვიყავი მშიერი

გედევან ფოფხაძე: საავადმყოფოში 24 საათი ვიყავი მშიერი
გედევან ფოფხაძე: საავადმყოფოში 24 საათი ვიყავი მშიერი

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტისთვის საჭირო პირობები არ არის და საავადმყოფოში გადაყვანიდან 24 საათი მას შიმშილობა მოუწია. 

მისივე თქმით, არ არის დაცული არაინფიცირებული ადამიანების უსაფრთხოებაც.

"რეალობა არის ის, რომ სისტემა არ არის მზად იმისთვის, რომ პაციენტებზე იზრუნოს. სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმიყვანა. ჩამიყვანეს ცხელების განყოფილებაში და იქ მომიწია 24 საათის განმავლობაში ყოფნა. ასეთ პირობებში, წინასწარი პატიმრობის პირობებშიც არ უნდა ამყოფო ადამიანი, ეს არ არის სწორი. რეალურად ეს არის სარდაფი, სადაც არ არის ფანჯრები და არ არის იმის საშუალება, რომ იქ სრულფასოვან ადამიანად იგრძნო თავი. ჩვენ იმ სარდაფში მოგვაქციეს ყველა, ჩემი აზრით აბსოლუტურად დარღვეულია უსაფრთხოების სტანდარტები იმათთვის, ვინც არ არის ინფიცირებული, იმიტომ რომ არის საერთო სველი წერტილი, რომლითაც სარგებლობს ყველა. მე ვირუსი დამიდასტურდა და ამ დროს, ვსარგებლობდი საერთო სველი წერტილით. 24 საათის განმავლობაში, მომიწია მშრალი შიმშილობა და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. შემეძლო წყალი დამელია, თუმცა საკვები, ჩაი და მსგავსი, არ მოუწოდებიათ, შეიძლება იმიტომ, რომ არ მოვითხოვე. დილით მომივიდა პასუხი, რომ მაქვს უარყოფითი შედეგი, ვემზადები წასასვლელად და კართან მაჩერებენ ირანელი ტურისტის ამბის მსგავსი სცენარით. მითხრეს, რომ დასკვნა დადებითია და ბევრი ტესტის გამო რაღაც შეეშალათ. მთავარი პრობლემა კორონავირუსის, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რასაც ასეთი მოპყრობა აზიანებს. ისეთი დამოკიდებულებაა, რომ თუ ადამიანს კორონა დაემართა, კეთროვანია. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეს ვირუსი დაემართოს და მესმის, რომ ზომების მიღება აუცილებელია, თუმცა ამ აკრძალვების პროცესში ადამიანის უფლებები არ ქრება და არ უნდა მოხდეს ადამიანების დისკრიმინაცია. ვთხოვ სახალხო დამცველს და ჩემს კოლეგებს, დაინტერესდნენ ამით საჯარო ინტერესიდან გამომდინარე," - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ "მთავარი არხის" ეთერში. 

ცნობისთვის, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 13 სექტემბერს დაუდასტურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system