
დიპლომატმა, მწერალმა და პუბლიცისტმა გელა ჩარკვიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი შვილი, თეონა ჩარკვიანი წერს და ვაქცინაციის პროცესში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
,,ერთია, როცა ლაპარაკობ ვაქცინაციაზე, მეორე - როცა წერ მის შესახებ. მესამე კი, როცა გირჭობენ ნემსს.
82 წლის გელა ჩარკვიანი იკეთებს ასტრაზენეკას ვაქცინას კავკასიის სამედიცინო ცენტრში," - წერს თეონა ჩარკვიანი.
