თავში

გელათის მონასტრის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

გელათის მონასტრის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
გელათის მონასტრის სახურავის სარეაბილიტაციო  სამუშაოები განახლდა

გელათის სამონასტრო კომპლექსში ქარის შედეგად დაზიანებული დროებითი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ განახლდა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის უფროსმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა, დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, რისთვისაც ყველანაირი პირობებია შექმნილი. 

"ამწე გვჭირდება მასალის ასატანად. თუნუქის ხელოსნებიც და ყველა სპეციალისტი აქ არის იმისთვის, რომ სამუშაო შესრულდეს. დღეს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს სამუშაოები დასრულდეს. ალპინისტებიც ჩვენთან ერთად არიან კონსულტაციებისთვის და იმისთვის, რომ იყოს უსაფრთხოება ბოლომდე დაცული," - განაცხადა  დავით ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა, ძლიერმა ქარმა დააზიანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system