თავში

გელათის რეაბილიტაციის საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

გელათის რეაბილიტაციის საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
გელათის რეაბილიტაციის საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის საკითხს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის, -  ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციის გამოთხოვისა და შესწავლის პროცესშია, რის შემდეგაც კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება. 

"კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და უფლებების დაცვის ზედამხედველობა არის ჩვენი მანდატი. რა თქმა უნდა, ამ საკითხით დავინტერესდით და დავინტერესდებით. ჯერჯერობით, ვართ ინფორმაციის გამოთხოვის და შესწავლის პროცესში და შემდგომ, ალბათ, დავგეგმავთ ჩვენს ნაბიჯებს, რა შეიძლება ჩვენი მანდატის ფარგლებში გავაკეთოთ," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, გუშინ, გელათის მონასტრის დროებითი გადახურვა, ძლიერმა ქარმა დააზიანა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს ისევ განახლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system