თავში

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს.

ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივსაცემად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა და თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ესწრება.

გენერალი გიორგი კვინიტაძე რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლის სახელს უკავშირდება რეგულარული ქართული არმიისა და იუნკერთა სასწავლებლის შექმნის იდეა.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გენერალი მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იძულებით ემიგრაციაში წავიდა.

გენერალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 26 მაისს გიორგი კვინიტაძეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით სამხედრო პატივით  დაკრძალავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system